ახალი ამბები
მტკვარში გორი-კასპის მონაკვეთზე დრონით ბრაკონიერი გამოავლინეს
მტკვარში გორი-კასპის მონაკვეთზე დრონით ბრაკონიერი გამოავლინეს. ამის შესახებ ინფორმაციას ,,მოძრაობა ბრაკონიერების წინააღმდეგ'' წევრები ავრცელებენ.

მათ მიერ გავრცელებულ ვიდეომასალაში ნაჩვენებია, წინასაწარ დაგეგმილი ოპერაცია.

კერძოდ, მოძრაობის ერთ-ერთი წევრი ურეკავს პირს, რომელიც გორის ბაზარში თევზის გაყიდვით არის დაკავებული. შემდეგ კი, მეთევზე, შეკვეთის შესასრულებლად მიდის მდინარეში და თევზს იჭერს.

როგორც მოძრაობის წევრები წერენ, ადგილი ჰქონდა უკანონო თევზჭერას. ხოლო მოქალაქეებს ატყობინებენ, რომ გორის ბაზარში თევზის დეფიციტი იქნება.

ამ ეტაპზე მოძრაობის წევრები აღჭურვილნი არიან დრონებით, ნავებით, ფოტოხაფანგებით და ა.შ.

4 აპრილს, საქართველოს პარლამენტის გარემოსდაცვითი კომიტეტის სხდომაზე, განიხილეს მოძრაობის მიერ წარდგენილი საკანონმდებლო წინადადება, რომელიც ეხება ხელთნაკეთი ელექტროშოკური აპარატების ფლობა/დამზადება/რეალიზაციის აკრძალვას, ქარხნული აპარატების სავალდებულო რეგისტრაციას; ქვეყანაში არაბიოდეგრადირებადი სახლართი ბადეების შემოტანისა და რეალიზაციის აკრძალვის შესახებ. ასევე, ბაზარზე თევზის წსრმომავლობის დოკუმენტის შემოღებას.

გარემოსდაცვითმა კომიტეტმა მოიწონა მოძრაობის მიერ წარდგენილი წინადადება.

,,მაისის ბოლომდე ველოდებით აღნიშნული კანონპროექტების დამტკიცებას. აღნიშნული საკანონმდებლო ცვლილებების განხორციელების დაპირება, სამინისტროდან მივიღეთ 2019 წლის მარტში. 5 წელი გავიდა მეგობრებო, საქათველოს იქთიოფაუნას და ბუნებას მიადგა ზიანი რომელის გამოსწორეაბსაც დასჭირდება ათწლეულები!მაისის ბოლოს ნებისმიერ შემთხვევაში შევხვდებით, პარლამენტში ან პარლამენტთან'' - აღნიშნულია ორგანიზაციის განცხადებაში.

Print

სტატიის გამოყენების პირობები