ახალი ამბები
ჭონა გაცოცხლდა ქორდსა და არბოში


დღეს გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებში, ქორდსა და არბოში ჭონა გაცოცხლდა.

მსვლელობა გორის სალოტბარო სკოლისა და ანსამბლ ,,რიხის'' წევრების მონაწილეობით მოეწყო.

ჭონას გორის ეპარქიის, არბოს წმ. გიორგის ეკლესიის წინამძღვარი გიორგი კარელიძე უძღვებოდა. მსვლელობა დაიწყო ქორდის ღვთისმშობლის სახელობის ტაძრიდან და დამთავრდა არბოს ეკლესიაში.

გორის სალოტბარო სკოლამ ზურა წკრიალაშვილთან ერთად ჭონას ტრადიცია თითქმის ასწლიანი პაუზის შემდეგ, აღადგინა.

პირველი მსვლელობა 2019 წელს სოფლებში - ერგნეთსა და მეღვრეკისში შედგა.

Print

სტატიის გამოყენების პირობები