ახალი ამბები
ცხინვალში 19 წლის ბიჭი მოკლეს
ქალაქ ცხინვალში 19 წლის ბიჭი, წინასწარი ინფორმაციით, მოკლეს.

ცხედარი საცხოვრებელ სახლში ნახეს. სტუდენტი ახალგორიდან იყო და ცხინვალის უნივერსიტეტში სწავლობდა.

19 წლის ვიაჩესლავ თიგიევის ცხედარს ხელ-ფეხი ჰქონდა შეკრული და აღენიშნებოდა ძალადობის კვალი.

დე-ფაქტო შინაგან სამინისტრო გამოძიებას აწარმოებს.
Print

სტატიის გამოყენების პირობები