ახალი ამბები
პრეზიდენტის განცხადებით, ყვარელში ლავროვის ნათესავების ქორწილი აღარ ჩატარდება
საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვის ნათესავების ქორწილი ყვარელში არ გაიმართება და "ის ოჯახი უკვე წასულია".

ქვეყნიდან ლავროვის ნათესავების წასვლის შესახებ ინფორმაცია მან ინფორმაცია შს მინისტრისგან მიიღო.

"ვიცი, რომ დღეს ჩვენი საზოგადოება არის ძალიან აღელვებული და მინდა ვთქვა, რომ მეც. ვუახლოვდებით 26 მაისს და თუ 26 მაისს ვაპირებთ, რაღაც მაღალფარდოვანი პატრიოტული სიტყვებით გამოვიდეთ და ამავდროულად სულ სხვა რამ ხდებოდეს ქვეყანაში, ეს არის სასაცილო თუ არა სატირალია. მივიღე პირობა შინაგან საქმეთა მინისტრისგან, რომ წასულები არიან ის ოჯახები, რომელიც აპირებდნენ დღეს ქორწილის გადახდას და ქორწილი აღარ ჩატარდება", — თქვა სალომე ზურაბიშვილმა.

მისი თქმით, ეს არის საზოგადოების გამარჯვებაა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ამ დრომდე არ დაუდასტურებია ინფორმაცია სერგეი ლავროვის სანქცირებული შვილის საქართველოში ყოფნის შესახებ.

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი "აირზენას" ბოიკოტს უცხადებს.

"ეს ბევრს არ ნიშნავს, მაგრამ მე ვაწესებ ჩემთვის და მოგიწოდებთ, რომ თქვენც გაიზიაროთ, ბოიკოტს "აირზენაზე". ეს არის კომპანია, რომელიც სულ სარგებლობს ამ სახელმწიფოთი, რომ გამდიდრდეს. ეს იყო ყველა ხელისუფლების დროს, გაგრძელდა კოვიდის დროს და ახლა უნდა, ისარგებლოს ამ ახალი რეალობით, რომელიც არის მიუღებელია ჩვენი მოსახლეობის ძალიან დიდი ნაწილისთვის", — განაცხადა ზურაბიშვილმა.
Print

სტატიის გამოყენების პირობები