ახალი ამბები
ხიდისთავში დანგრეული კულტსახლის ადგილზე სკვერი მოეწყობა
გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ხიდისთავში, კულტურის სახლის კედლის ჩამონგრევის შემდეგ, მერიამ სკვერის მოწყობა გადაწყვიტა.

ამის თაობაზე ინფრასტრუქურის სამსახურმა შესაბამისი პროექტი მოამზადა.

პროექტის მიხედვით, სამუშაოებზე 80 000 ლარი დაიხარჯება.

ტერიტორია მდებარეობს ჩიხში სამივე მხრიდან შენობებია განთავსებული.

,,უნდა მოხდეს ბილიკების, ბორდიურების, ლამპიონების, ეზოს სკამების, ნაგვის ურნების მოწყობა. უნდა მოეწყოს სავარჯიშო ტრენაჟორები ფანჩატურით. სავარჯიშო ტრენაჟორებთან ეწყობა კაუჩუკის საფარი, ხოლო სკვერში შესასვლელ ტროტუარზე ასფალტის საფარი.'' - აღნიშნულია მერიის მიერ გაცემულ დავალებაში.

სამუშაოები, გეგმის მიხედვით, ივნისში უნდა დაიწყოს.

 

Print

სტატიის გამოყენების პირობები