ახალი ამბები
გორიჯვარზე გასართობი ადგილის მოსაწყობად მშენებელს ვადა გაუგრძელეს
სოფელ გორიჯვარში, ე.წ ,,კაკლების" ტერიტორიაზე გასართობი ადგილი ეწყობა.

გორის მერიის დაკვეთით სამუშაოებისთვის 111 000 ლარი იხარჯება.

ხელშეკრულების მიხედვით, სამუშაოები 60 დღეში ანუ 30 ივნისამდე უნდა დასრულდებულიყო. კომპანია ,,აიანაგების" წარმომადგენელმა გორის მერიას აცნობა, რომ შესაძლოა სამუშაოების დასრულება ცოტა დაგვიანდეს, უხვი ნალექების გამო.

გორის მერიამ ვადა 75 დღემდე გაუზარდა, რაც იმას ნიშნავს, რომ სამუშაოები სავარაუდო 15 ივლისამდე დასრულდება.

გორის მერიის ცნობით კი, საპიკნიკე სივრცის მოწყობა მალე დასრულდება.

პროექტის მიხედვით, გათვალისწინებულია მაგიდების, სკამების, ფანჩატურისა და საცეცხლურის მოწყობა, ასევე წყაროს მოპირკეთება.

,,კაკლების" ტერიტორიაზე ახალი საპიკნიკე ინფრასტრუქტურის მოწყობა ხელს შეუწყობს გორიჯვრის ეკლესიის მიმდებარე ტყეში ეკოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესებას და ტურიზმის განვითარებას.'' - აღნიშნულია მერიის განცხადებაში.
Print

სტატიის გამოყენების პირობები