ახალი ამბები
ქვემო ჭალაში ახალგაზრდული ცენტრი შენდება
გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფელ ქვემო ჭალაში ახალგაზრდული ცენტრი შენდება.

არასამთავრობო ორგანიზაცია ,,კონას'' ცნობით, ცენტრის მშენებლობა მალე დასრულდება და საზეიმოდ გაიხსნება.

ახალგაზრდული სივრცე კასპის მუნიციპალიტეტში ევროკავშირისა და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მხარდაჭერით ეწყობა. პროექტის სახელწოდება #EU4Dialogue.

ახალი ფართი განკუთვნილია:

- განათლებისთვის, სწავლის და სხვადასხვა ტრენინგისთვის

- შეხვედრებისა და თავისუფალი დროის ერთად გატარებისთვის

- ინტერნეტთან და აღჭურვილობასთან წვდომისთვის

- ბავშვებისა და ახალგაზრდებისთვის სკოლის შემდგომი აქტივობებისთვის

- უფროსებისთვის შეხვედრებისა და ტრენინგებისათვის

- სოციალური მეწარმეობის იდეებისთვის და ა.შ.
Print

სტატიის გამოყენების პირობები