ახალი ამბები
,,აწარმოე საქართველოს'' კონკურსში მონაწილეობის მისაღებად ყველაზე მეტი განაცხადი გორიდან წარადგინეს
,,აწარმოე საქართველოს'' კონკურსში მონაწილეობის მისაღებად ყველაზე მეტი განაცხადი გორიდან წარადგინეს.

ამის შესახებ ინფორმაციას გორის მერიის სტრატეგიული განვითარების სააგენტოს წარმომადგენელი თამაზ მაყაშვილი ავრცელებს.

მისი განცხადებით, საგრანტო განაცხადების მიხედვით, გორი პირველ ადგილზეა:

2022 წელს საქართველოში შესული იყო 14 823 განაცხადი. 2023 წელს შევიდა - 13 239, ანუ კლებაა 1584-ით.

რაც შეეხება გორის მონაცემებს, 2022 წელს გორიდან შესული იყო - 572 განაცხადი, 2023 წელს შევიდა - 625. მატება - 53

,,ერთი თვის განმავლობაში მოვიარეთ გორის მუნიციპალიტეტის სოფლები, მოსახლეობას ვხვდებოდით, როგორც ადგილზე, ასევე ჩვენს სამუშაო ოფისში ვუწევდით კონსულტაციებს, "აწარმოე საქართველოს მცირე ბიზნესის განვითარების საგრანტო პროგრამის" შესახებ.
ეს იყო ჩვენი პირველი მცდელობა, მოსახლეობასთან პირდაპირი შეხვედრების საშუალებით მათთვის დახმარების აღმოჩენის რომელიც დროის მცირე მონაკვეთში დავგეგმეთ და განვახორციელეთ'' - აცხადებს სააგენტოს წარმომადგენელი თამაზ მაყაშვილი.
Print

სტატიის გამოყენების პირობები