ახალი ამბები
გორში კანალიზაციის ფეკალურმა მასებმა ბინებში ამოხეთქა
გორში, ჭონქაძის #1ა-ში მდებარე საცხოვრებელ სახლებში კანალიზაციამ ამოხეთქა.

ამის შესახებ ადგილობრივმა მცხოვრებლებმა გვაცნობეს. ბინები კომბინატის დასახლებაში, ყოფილი ღამის სკოლის შენობაში მდებარეობს.

ადგილობრივი მცხოვრებლების განმარტებით, ეს შენობა ბიზნესმენმა გიორგი კანდელაკმა შეისყიდა, გაარემონტა და შემდეგ საცხოვრებელ სახლებად გაყიდა.

,,პრობლემა იმაშია, რომ კორპუსის კანალიზაცია ერთიან საკანალიზაციო სისტემას არ დააერთეს და ამოთხრილ მიწაში გაუშვეს. შესაბამისად, გარკვეული დროის შემდგომ სისტემა გაიჭედა და ხალხს სახლში კანალიზაცია ავუვიდა. გვაინტერესებს კიდევ ის რომ, როგორ ჩაიბარა მერიამ და წყალკანალმა შენობა, რომელსაც საკანალიზაციო სისტემა გამართული არ ქონდა.?'' - კითხულობენ კორპუსში მცხოვრებლები.
Print

სტატიის გამოყენების პირობები