ახალი ამბები
დიცში გორის მერია ყველაზე ლამაზი სკვერის მოწყობას გეგმავს
გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფელ დიცში სკვერი მოეწყობა, რომელიც დატვირთული იქნება სპორტული და გასართობი სივრცეებით.

ამის შესახებ იმ პროექტში წერია, რომლის შედეგენა მერიამ ,,არქი ლაბს'' დაუკვეთა.

სკვერის მოსაწყობად მერიამ 68 000 ლარი 2023 წლის 18 მაისს გამოყო. სამუშაოები გეგმის მიხედვით ივნის-ივლისში დაიწყება.

სხვა პროექტებისგან განსხვავებით, დიცში ყველაზე ლამაზი პროექტია შედგენილი. 

ვარაუდობენ, რომ ამის მიზეზად  დიცში პრემიერ ირაკლი ღარიბიშვილის ხშირი ვიზიტი სახელდება.

გავრცელებული ცნობით, დიცში ირაკლი ღარიბაშვილის ბიძა ცხოვრობს.


Print

სტატიის გამოყენების პირობები