ახალი ამბები
გორის 8 სოფელში მშენებელმა სასაფლაოებზე დაწყებული სამუშაოები მიატოვა
კომპანია ,,ხაჩამ'' გორის 8 სოფლებში, სასაფლაოს შემოღობვის სამუშაოები არ დაასრულა.

ამის გამო, გორის მერმა ვლადიმერ ხინჩეგაშვილმა შავ სიაში კომპანიის შეყვანა მოითხოვა.

ვლადიმერ ხინჩეგაშვილის მოთხოვნა დააკმაყოფილეს. კომპანია, რომლის მფლობელი ალექსანდრე ხაჩიურია, შავ სიაში შეიყვანეს.

,,ხაჩამ'' გაიმარჯვა 130 000-ლარიან ტენდერში. დღევანდელი მონაცემებით, ჩურიცხეს მხოლოდ თანხის 48%. დანარჩენი თანხა, დაახლოეით 74 000 ლარს მერია არ გადაურიცხავს.

როგორც დოკუმენტებით ირკვევა, ,,ხაჩამ'' სამუშაოების დაწყებამდე ავანსიც კი მიიღო.

ხაჩიურის კომპანიამ მიატოვა სოფელ კარალეთში საბავშვო ბაღის სარეაბილიტაციო სამუშაოებიც.
Print

სტატიის გამოყენების პირობები