ახალი ამბები
ჯავის რაიონის სოფელ ლესორაში სკოლა ერთმა მოსწავლემ დაამთავრა
დე-ფაქტო სამხრეთ ოსეთის სკოლებში სასწავლო პროცესი დღეს დამთავრდა და ბოლო ზარს აღნიშნავენ.

ჯავის რაიონის სოფელ ლესორაში სკოლა ერთმა მოსწავლემ დაამთავრა.

დე-ფაქტო სამხრეთ ოსეთის მედიის ცნობით, გოგონას ბოლო ზარი თვით რაიონის ხელმძღვანელმა ბელა ფილიევმა მიულოცა.

ლესორა 1951 წლიდან კიროვის სახელით მოიხსენიებოდა. აღნიშნულ დასახლებაში 1987 წლის მონაცემებით, 450 ადამიანი ცხოვრობდა, 2015 წლის აღწერით კი - 95.

ლესორა მდებარეობს კვაისადან 2.5 კმ მანძილზე.

Print

სტატიის გამოყენების პირობები