ახალი ამბები
ცხინვალის რაიონის სოფლებში სკოლა 23-მა მოსწავლემ დაამთავრა
დე-ფაქტო სამხრეთ ოსეთის მედიის ცნობით, იმ სოფლებში, რომელიც უშუალოდ ცხინვალის რაიონს ეკუთვნის, სკოლა 23-მა მოსწავლემ დაამთავრა.

აქედან სოფელ ხელჩუაში, რომელიც ზარდიანკარს ეკუთვნის სკოლა 1-მა მოსწავლემ დაამთავრა.

ცხინვალის რაიონის დანარჩენ სკოლებში სტატისტიკა ასეთია:

დმენისის საშუალო სკოლაში 5 მოსწავლე, წუნარში (ხეთაგუროვო)- 6; სათიხარში - 3, რუსთავში, არცევში, ღრომსა და ბიყარში სკოლებში 2-2-მა დაამთავრა.

რაც შეეხება სოფელ ზარის საშუალო სკოლას, აქ წელს კურსდამთავრებულები არ არიან.

მედია ასევე ავრცელებს მონაცემებს ჯავის რაიონის სკოლების შესახებ. სულ რაიონში სწავლა 40-მა მოსწავლემ დაამთავრა, აქედან უშუალოდ დაბაში 13 კურსდამთავრებულია. ხოლო სოფელ ლესურაში (იგივე კიროვში) სკოლა ერთმა მოსწავლემ დაამთავრა.
Print

სტატიის გამოყენების პირობები