ახალი ამბები
გორში 26 მაისს ,,რესტო ბარი'' სტუმრებს ევროკავშირისა და ნატოს დროშებით დახვდება
გორში 26 მაისს ,,რესტო ბარ'ი' სტუმრებს ევროკავშირისა და ნატოს დროშებით დახვდება.

წელს, დამოუკიდებლობის დღეს, გორის მერიამ და კეთილმოწყობის სამსახურმა ქალაქი ევროკავშირის დროშებით აღარ მორთეს.

ოპონენტები თვლიან, რომ საქართველოს ხელისუფლება პრორუსულ პოლიტიკას ღიად ატარებს, რაც წლევანდელი ღონისძიების ორგანიზებაშიც გამოიხატა.

რაც შეეხება რესტორანს, ეს ის რესტორანია, რომლის ხელმძღვანელმა აშშ-სგან სანქცირებულ მოსამართლეებს რესტორანში შესვლა აუკრძალა.

ამის საპასუხოდ, მოსამართლეებმა გორში აღნიშნეს წვეულება, თუმცა სხვა რესტორანში.
Print

სტატიის გამოყენების პირობები