ახალი ამბები
26 მაისი გორში
დღეს გორში საქართველოს დამოუკიდებლობის დღე სხვადასხვა ღონისძიებებით აღინიშნა.

საზეიმო ღონისძიებების დაწყებამდე გორის ტრანსპორტის სააგენტომ გაავრცელა განცხადება, რომ მათი დევიზია ,,ევროპისკენ''. გორის მერიის წლევანდელი დევიზი კი იყო ,,თავისუფლებისთვის''

ამ ლოზუნგმა მმართველ წრეებში აზრთა გაიგებრობა გამოიწვია. ორი დღის განმავლობაში, ოპოზიცია ხელისუფლებას ბრალს დებდა იმაში, რომ მმართველმა გუნდა, ქვედარგოლების ჩათვლებით, დემოკრატიულ და თავისუფალ სამყაროზე უარი თქვა.



•12:00 – 14:30 - ადგილობრივი შემსრულებლების კონცერტი
•14:00 - 16:40 - ორკესტრის მსვლელობა
•14:00 - 18:00 - ადგილობრივი მეწარმეების პროდუქციის გამოფენა-გაყიდვა
•12:00 -18:00 - თავდაცვის ძალების სამხედრო ტექნიკის, შეიარაღებისა და აღჭურვილობის გამოფენა
•14:00 - 18:00 - საბავშვო სივრცე: სხვადასხვა შემეცნებითი და გასართობი აქტივობა, ანიმატორები, ქიმიური შოუ, „სახალისო ბიოლოგია“
•17:10 - საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადების ისტორიული დრო - საზეიმო აღნიშვნა
•17:15 – 17:30 – ანსამბლი „გორი“
•17:30 – 18:30 - გორის მუნიციპალიტეტის ბენდი
•19:30 - 20:30 - ბენდი „ნიუტონი“, სალომე ბაკურაძე, მარიტა როხვაძე, ნუცა თოფურია, გუგა მარგველაშვილი, გიორგი ჭოხონელიძე, ლუკა ჭოხონელიძე, გიორგი ცხადაძე, ანდრია გველესიანი, ომა ფავორი, ქრისტინე ჯაფარიძე
•20:30 – 21:30 - ჯგუფი „KILLAGES“



დაახლოებით 13 საათისთვის გორში ოპოზიციამ პროტესტის ნიშნად აქცია მოაწყო. ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ოფისიდან პარტიის წევრები მთავარი მოედნისკენ ევროკავშირისა და საქართველოს დროშებით გაემართნენ. ისინი აცხადებდნენ, რომ საქართველოს არჩევანი ევროპაა, ხოლო ის ფაქტი, რომ ხელისუფლებამ წლევანდელ ღონისძიებაზე უარი თქვა ევროკავშირის დროშების გამოყენებაზე, მათ პრორუსულობაზე მიუთითებს.
Print

სტატიის გამოყენების პირობები