გორში დაჭრის ფაქტზე 1 პირი დააკავეს
გორში, წმინდაწყლის დასახლებაში, 24 ნოემბერს მომხდარ დაჭრის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს. ბრალდებული 20 წლის ასაკის მამაკაცია. დაჭრილი კი - 28 წლის. დაშავებული რეანიმაციულ განყოფილებაშია მოთავსებული.

შსს-ს განცხადებით, 2005 წელს დაბადებული გ.ჯ ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ბრალდებით დააკავეს. დანაშაული 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა კონფლიქტის ნიადაგზე, ცივი იარაღის გამოყენებით მუცლის არეში დაზიანება მიაყენა - 1997 წელს დაბადებულ ო.კ-ს. და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

დაშავებული მამაკაცი კლინიკაშია გადაყვანილი, სადაც შესაბამისი სამედიცინო დახმარება უტარდება.

სამართალდამცველებმა გ.ჯ მომხდარიდან მალევე, ცხელ კვალზე დააკავეს. დანაშაულის ჩადენის იარაღი - დანა ნივთმტკიცებადაა ამოღებული.

ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს." - ვკითხულობთ შსს-ს განცხადებაში.
Print

სტატიის გამოყენების პირობები