გორის III საჯარო სკოლის ადმინისტრაციის ცნობით, ყველა კლასის
მოსწავლე, 15 სექტემბერს, სწავლას III საჯარო სკოლის შენობაში
დაიწყებს.
მატერიალურ-ტექნიკური სამსახურის წარმომადგენლის განმარტებით, აღარ
იგეგმება მაღალი კლასის მოსწავლეების დროებითი გადაყვანა გორის X
საჯარო სკოლის შენობაში.
შეგახსენებთ, 2026 წლის აგვისტოში III საჯარო სკოლაში გათბობის და
სახანძრო სისტემების სარეაბილიტაციო სამუშაოები დაიწყო. სექტემბრის
დასაწყისში გადაწყვიტეს, რომ სამუშაოების გამო მოსწავლეთა ნაწილი სხვა
სკოლაში გადაეყვანათ. თუმცა, დღეს ირკვევა, რომ სარეაბილიტაციო
სამუშაოები დაჩქარებული წესით განხორციელდა და კლასები მზადაა
მოსწავლეების მისაღებად.
გუშინ 9 სექტემბერს მოსწავლებს სკოლის ჯგუფებში სთხოვეს, რომ
მონაწილეობა მიეღოთ შენობის დალაგებაში. სკოლის წარმომადგენელმა
გვითხრა, რომ მოსწავლეები არ ღებულობენ მონაწილეობას სამშენებლო
მასალების გატანაში.
ფოტოზე: 10 სექტემბერი, ვითარება III საჯარო სკოლაში. ,,პროცესში
ჩართულები არიან დამლაგებლები და მასწავლებლები. მოსწავლეები არ
ღებულობენ მონაწილეობას დასუფთავებაში. რაც შეეხება სარემონტო
სამუშაოებს, მხოლოდ მესამე სართულზე დარჩა მცირედი სამუშაოები, სადაც
ასევე რამდენინე დღეში დასრულდება რეაბილიტაცია. პირველი და მეორე
სართულზე ყველაფერი დასრულდა"- გვითხრა სკოლის წსრმომადგენელმა.
სტატიის გამოყენების პირობები