ახალი ამბები
კასპში ,,ეროვნული სამოსის" დღე აღინიშნება
18 მაისს კასპში ,,ეროვნული სამოსის დღე" პირველად აღინიშნება.

ღონისძიების შესახებ შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრს კასპის მუნიციპალიტეტიდან აცნობეს.

გამგეობის პრესსამსახურის წარმომადგენლის ცნობით, წარმოდგენა სააკაძის ძეგლთან გაიმართება.

მუნიციპალიტეტის თანამშრომლები იმ მოქალაქეებს აქტიური მონაწილეობისკენ მოუწოდებს, ვისაც ეროვნული სამოსელი სახლში აქვს.

,,ვისაც აქვს ეროვნული სამოსი, მისასალმებელი იქნება, თუ აღნიშნული სამოსით შეუერთდება ღონისძიებას, რომელიც 14.00 საათზე დაიწყება გიორგი სააკაძის ძეგლთან." - აცხადებენ პრესსამსახურში.

,,ეროვნული სამოსის დღე" წელს საქართველოს 7 ქალაქში აღინიშნება.

,,ეს დღე ხელს შეუწყობს კულტურული მემკვიდრეობის პოპულატიზაციას. ჩვენი სამოსი-ჩვენი ისტორიაა. მას დიდი ისტორიული და კულტურული მნიშვნელობა აქვს. მსოფლიოს, თავი ჩვენი უმდიდრესი კულტურით უნდა გავაცნოთ. პროგრამაშია მრავალი ისეთი ნომერი, რომელიც ჩვენს ისტორიულ წარსულში დაგვაბრუნებს არა მარტო სამოსელის, არამედ ტრადიციული ქართული ყოფა-ცხოვრებით, კულტურით, ხელოვნებით." - აღნიშნულია გამგეობის განცხადებაში.

Print

სტატიის გამოყენების პირობები