ახალი ამბები
ციცინო აბუაშვილის პლაკატს კონკურენტის ფოტო გადააკრეს
სოფელ მეტეხის მაჟორიტარი კანდიდატის ციცინო აბუაშვილის პლაკატს კონკურენტი კანდიდატის პლაკატი გადააკრეს.

ამის ამსახველი ფოტოშიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრს მიაწოდეს.

აბუაშვილი ერთიანი ნაციონალური მოძრაობის სახელით კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ მეტეხის შუალედურ არჩევნებზე გამარჯვებისთვის იბრძვის. მისი კონკურენტი ალექსი მერებაშვილი ,,ქართული ოცნების" წარმომადგენელია.

სოფელ მეტეხში შუალედური არჩევნები 22 მაისს გაიმართება.

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენლის რობერტ კავთიაშვილის აზრით, ,,ქართულმა ოცნებამ" საარჩევნო კოდექსი დაარღვია, რეგირებისთვის კი საოლქო კომისისას საჩივრით მიმართავს.

კასპის 30-ე საოლქო საარჩევნო კომისიის თავჯდომარე ნანა ნონიაშვილი აცხადებს, რომ აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით საჩივარი ჯერ დარეგისტირებული არ არის.

,,იმ შემთხვევაში, თუ ოლქში საჩივარი შევა, რეაგირებისთვის აუცილებლად ადგილობრივ თვითმართველობას გადაეგზავნება" - ამბობს ნანა ნონიაშვილი.

საქართველოს საარჩევნო კოდექსის მე-80 მუხლის (წინასაარჩევნო მოწოდებებისა და მასალების გავრცელებისათვის ხელის შეშლა) თანახმად, აღნიშნული ქმედება ითვალისსწინებს ჯარიმას 1000 ლარის ოდენობით.

2016 წლის 22 მაისს კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ მეტეხში შუალედური არჩევნები, საკრებულოში მაჟორიტარი წარმომადგენლის გუჯა გეჯაძის გარდაცვალების გამო, დაინიშნა. 

ამჟამად, სოფლის წარმომადგენლის სტატუსის მოსაპოვებლად სამი კანდიდატი იბრძვის: ,,ქართული ოცნებიდან“ ალექსი მერებაშვილი, ,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან“ ციცინო აბუაშვილი, ხოლო პარტია ,,სახალხო ხელისუფლებიდან“ სოლომონ ტატანაშვილი.



იხ. ამავე თემაზე:


მეტეხის შუალედური არჩევნების მთავარი კანდიდატები

 

Print

სტატიის გამოყენების პირობები