ახალი ამბები
26 მაისის ღონისძიებების გეგმა გორში

დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით დილიდან გორის ცენტრალურ მოედანზე სხვადასხვა სახის ღონისძიებები მიმდინარეობს.

ღონისძიება 12:00 საათზე ანსამბლმა „გორმა “ გახსნა.

13:30-დან 18:00 საათამდე ადგილობრივი, ხოლო 19:00-დან 21:00 საათამდე მოწვეული შემსრულებლების მონაწილეობით კონცერტები გაიმართება.

მოედანზე მოეწყობა ქართული არმიის საბრძოლო ტექნიკის, ხელნაკეთი ნივთებისა და მხატვრული ტილოების გამოფენა.

14:00 საათიდან გაიმართება სპორტული შეჯიბრებები (მინი ფეხბურთში, მკლავჭიდში, ქართული ჭიდაობაში, ნარდში და ჭადრაკში), რომლებშიც მონაწილეობა ნებისმიერ მსურველს შეუძლია.

26 მაისის აღსანიშნავ ღონისძიებებს ეთნოგრაფიული მუზეუმი და სტალინის სახლ-მუზეუმიც შეურთდება, სადაც 10:00 საათიდან 18:00 საათამდე ღია კარის დღე გაიმართება.

დღის ბოლოს (20:00 საათზე) გორის ციხეზე საგუნდო მუსიკის საერთაშორისო ფესტიფალი თეატრალიზებული კონცერტით საზეიმოდ დახურება.

Print

სტატიის გამოყენების პირობები