ახალი ამბები
სოფელ ქორდიდან გაუჩინარებული ახალგაზრდა ცხინვალის იზოლატორში აღმოჩნდა
გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ქორიდან 27 წლამდე ასაკის მამაკაცი საღამოს საათებში გაუჩინარდა.

შემთხვევა 27 მაისს მოხდა.

თანატოლებთან ქეიფის შემდეგ სუფრიდან წასული ახალგაზრდა მამაკაცი სახლში არ მისულა.

28 მაისს დილიდან ადგილობრივი პოლიციის თანამშრომლების დახმარებით წინასაგამოძიებო მოქმედებები და ძებნა დაიწყო.

ახალგაზრდის დაკარგვის შესახებ თავდაპირველად არასამთავრობო ორგანიზაცია ,,თანხმობას" აცნობეს.

გაუჩინარებიდან მომდევნო დღის საღამოს ოჯახს შეატყობინეს, რომ იგი საოკუპაციო სასაზღვრო ძალების წარმომადგენლებს დაუკავებიათ და ცხინვალის იზოლატორში გადაუყვანიათ.

აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით ოსურ მხარეს ინფორმაცია ჯერ არ გაუვრცელებია.

Print

სტატიის გამოყენების პირობები