ახალი ამბები
,,ახალბაღში“ ბავშვებისთვის ნაყინი და გაზიანი სასმელები უფასოდ დარიგდება
1 ივნის ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით სხვადასხვა ღონოსძიებები ,,ახალბაღში’’ გაიმართება.

კულტურისა და დასვენების პარკში ბავშვებისთვის გამართულ ღონისძიებებს გორის მერიის კულტურის სამსახურის თანამშრომლები უწევენ ორგანიზებას.

მერიის პრესსამსახურის წარმომადგენლის ცნობით, უფასო ატრაქციონები იმუშავებს, ხოლო ყველა ბავშვი საჩუქრად ნაყინს და გაზიან სასმელებს მიიღებს.

შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრი დაგეგმილი ღონისძიებების გრაფიკს გთავაზობთ.

12:00 სთ - კონცერტი საბავშვო ბაღის აღსაზრდელების მონაწილეობით

14:00 სთ - ღონისძიება გასართობ ცენტრ ,,რიოს’’ ანიმატორების მონაწილეობით

15:30 სთ - კონცერთი საესტრადო სტუდია ,,მზე’’

18 :00 სთ - ელექტრონული მუსიკის კონცერტი

Print

სტატიის გამოყენების პირობები