ახალი ამბები
ბრეძა-ატოცის მიმართულებით ახალი გზა იგება
გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლების ბრეძა-ატოცის მიმართულებით ახალი გზა იგება.

შიდა ქართლის სამხარეო ადმინისტრაციის პრესსამსახურის წარმომადგენლის ცნობით, დაგებულია თითქმის 2 კმ მანძილის გზა.

სულ მანძილი 6 კილომეტრია.

გზის მონაკვეთის კაპიტალური მშენებლობა „რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდის“ მხარდაჭერით ხორციელდება და მისი ბიუჯეტი 1 596 000 ლარს შეადგენს.

სამუშაოები შიდა ქართლის გუბერნატორის მოვალეობის შემსრულებელმა იოსებ ოქრომელიძემ და ქარელის მუნიციპალიტეტის გამგებელმა ზაზა გულიაშვილმა დაათვალიერეს.

ისინი ასფალტის ხარისხით კმაყოფილები არიან. ოქრომელიძის განცხადებით, აღნიშნულ მონაკვეთზე ასფალტის საფარი მანამდე საერთოდ არ ყოფილა.

„ჩვენ, როგორც ადგილობრივი, ასევე ცენტრალური ხელისუფლება კონფლიქტისპირა სოფლებში მოსახლეობის სოციალური და ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებისთვის არაერთ პროექტს ვახორციელებთ. აღნიშნულ მონაკვეთზე ასფალტირებული გზა არასდროს ყოფილა და სულ მალე, მიმდებარე სოფლების მოსახლეობა გადაადგილებას მაღალი ხარისხის ახალი გზის საშუალებით შეძლებს. აღნიშნული გზის სამშენებლო სამუშაოებზე ადგილობრივი მოსახლეობაა დასაქმებული, რაც ორმაგად მნიშვნელოვანია მათი სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესებისთვის“ – აღნიშნა იოსებ ოქრომელიძემ.
Print

სტატიის გამოყენების პირობები