ახალი ამბები
სტალინის ბიუსტი სკოლის ეზოში
გორის მუნიციპალიტეტის სოფელ კარბში საბჭოთა ბელადის იოსებ სტალინის ბიუსტი დგას.

ფოტო შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრის ჟურნალისტებმა გადაიღეს.

ადგილობრივი მცხოვრები ბესარიონ გვიმრაძე ამბობს, რომ მონუმენტი აღნიშნულ ადგილას 50 წელზე მეტია დგას.

,,იმ შემთხვევაში, თუკი ძეგლის აღებას ვინმე დააპირებს, სოფელი წინააღმდეგობას გაუწევს" - ამბობს ადგილობრივი მცხოვრები.

სოფელი კარბიდან გორიდან 28 კმ მანძილზე მდებარეობს და მერეთის ადმინისტრაციულ თემს ეკუთვნის.

გამყოფი ხაზის სიახლოვეს მდებარე სოფლის საჯარო საბაზისო სკოლაში განათლების სამინისტროს ოფიციალური მონაცემებით 45 მოსწავლე ირიცხება.

Print

სტატიის გამოყენების პირობები