ახალი ამბები
,,დედო ზარი" გორში დაბრუნდა
რუსეთის მართლმადიდებლურმა ეკლესიის წარმომადგენლებმა ისტორიული ზარი ქართველებს საქართველოში გამოატანეს.

კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის ილია მეორის ლოცვა-კურთხევით მე-13 საუკუნის ზარი გორის ეკლესიას დღეს დაუბრუნდა.

მეუფე ანდრიამ ის ადამიანები, ვინც ზარის დაბრუნებაში მონაწილეობა მიიღო, დალოცა.

გორის საკათედრო ტაძარში მიტროპოლიტმა წირვა-ლოცვა აღავლინა, ხოლო ამ ისტორიულ მოვლენას ღვთის სასწაული უწოდა. 

მეუფე ანდრიამ გიორგი შიუკაშვილი, დავით შიუკაშვილი, გრიგოლ შარიფოვი,  გიორგი ცერცვაძე, ლადო ლაღიაშვილი, პაატა კოკაია, გოჩა გოგიჩაიშვილი, გიორგი ბაქრაძე, დავით ქიქიაშვილი, პაატა გამცემლიძე, გიორგი კირვალიძე დალოცა. 

,,დედო ზარი" მე-13 საუკუნით თარიღდება. ის გორის ,,კარის ეკლესიას" ვინმე მახარე გოგლიძემ შესწირა.

საბჭოთა რევოლუციის პერიოდში ზარი მოხსნეს. რამდენიმე წლის შემდეგ ის მოსკოვში წმინდა ნიკოლოზის სახელობის ეკლესიაში აღმოჩნდა.

უცნობია ისტორია იმის შესახებ, თუ როგორ აღმოჩნდა ზარი ამ ეკლესიაში.

ბოლო წლებში რუსეთში მოღვაწე ქართველების მიერ ადგილობრივ მართლმადიდებლურ ეკლესიის წარმომადგენლებთან ზარის დაბრუნების თაობაზე მოლაპარაკება დაიწყო. 

ქადაგებისას მეუფე ანდრიამ ღვთის სასწაულზე და მისი არსებობის შესახებ ისაუბრა. ,,დღევანდელი ფაქტი, სწორედ, ღვთის ნების გამოხატულებაა" - აღნიშნა მიტროპოლიტმა.

ჯერჯერობით დაუდგენელია ის ,,კარის ეკლესია", რომელიც ოდესღაც ეს ზარი შესწირეს.


Print

სტატიის გამოყენების პირობები