ახალი ამბები
გაფერადებული ხაშური (PHOTO)
ხაშურში რუსთაველის ქუჩაზე ფერადი ყვავილები დაირგო.

თოჯინების თეატრის წინ ახალი ყვავილები კომპანია ,,სავანეს" თანამშრომლებმა დარგეს.

ორგანიზაციის წარმომადგენლის ვანო ხაჩიძის თქმით, დარგულ ყვავილებს უკვე იპარავენ.

მუნიციპალიტეტის ორგანიზაციის მიერ შესრულებული სამუშაო ხაშურის გამგებელმა გიორგი გურასპაშვილმა დაათვალიერა.

ხაჩიძის ინფორმაციით, თბილისის ერთერთ სასათბურე მეურნეობიდან 40 000 ძირი შეიძინეს და ის სურამში და ცხრამუხაშიც ირგვება.

ყვავილების ნაირსახეობაში წითელი, თეთრი და ვარდისფერი ბეგონია შედის, ასევე, ლიმნისფერი და ოქროსფერი ტაგეტესი და სხვა.







Print

სტატიის გამოყენების პირობები