ახალი ამბები
ხაშურის საბავშვო ბაღებში ახალი ტექნიკა შეიტანეს
ხაშურის მუნიციპალიტეტის საბავშვო ბაღებში ახალი ინვენტარი შეიტანეს.

ამის შესახებ შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრს მუნიციპალიტეტის გამგეობიდან აცნობეს.

გამგეობის წარმომადგენლის ცნობით, საჭირო ტექნიკა ქალაქის 9 საბავშვო ბაღს გადაეცა. 

ახალი ტექნიკა სოფელ ვაყის საბავშვო ბაღშიც ჩაიტანეს.

ვაყის საბავშვო ბაღში მაცივრის და ჯამ-ჭურჭლის მიტანა უშუალოდ ,,ხაშურის საბავშვო ბაღების გაერთიანების" ხელმძღვანელმა დავით ნოზაძემ უხელმძღვანელა და უზრუნველყო.

დამატებით გადაცემულ ნივთებში ელექტროტენიკა ჭარბობს.


Print

სტატიის გამოყენების პირობები