ახალი ამბები
ექსპერტთა შეფასებით ცენტრალური მაგისტრალი ,,სიკვდილის დერეფანია"
თბილისი-ლესელიძის ცენტრალურ მაგისტრალზე სოფელ იგოეთთან მსუბუქი ავტომანქანა მოცურდა და ბორდიურს შეეჯახა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის ცნობით,  ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი გაფორმდა.

ორი დღით ადრე კი, სოფელ ქსანთან სამი მანქანა დაიმტვრა.

ორივე შემთხვევაში მგზავრებს შორის არავინ დაშავებულა.

ბეტონის საფარიან ავტობანზე ავარიების სიხშირე წვიმისა და ზაფხულის პერიოდში იზრდება. 

შარშან საქართველოში დაფიქსირებული 6432 ავტოსაგზაო შემთხვევის დროს დაშავდა 9187, ხოლო დაიღუპა 602 კაცი, მათ შორის, 28 ბავშვია.

გადაჭარბებული სიჩქარის გამო დაღუპულთა რაოდენობა კი 17%-ს აღწევს. 2015 წელს, 2014 წელთან შედარებით, 10%-ით არის გაზრდილი.

ტრანსპორტისა და გზების ასოციაციის თავმჯდომარის დავით მესხიშვილის განცხადებით, რომელმაც ინტერვიუ გაზეთ ,,რეზონანსს" მისცა, ავტომაგისტრალებზე არის რამდენიმე ტიპის პრობლემა, რომელიც მსოფლიო ბანკის ექსპერტმაც დაადასტურა.

"პირველი შთაბეჭდილება, რაც მსოფლიოში გავლენიანი ფინანსური ინსტიტუტის წარმომადგენელმა გაგვიზიარა, საგზაო უსაფრთხოების მხრივ არსებულ პრობლემას მწვავედ წარმოაჩენს. განსაკუთრებით ის, რომ ქვეყანაში არ არსებობს სახელმწიფო სტრუქტურები, რომლებიც საგზაო უსაფრთხოებაზე, განსაკუთრებით კი, მაგისტრალებთან დაკავშირებით, იმუშავებენ. ქვეყანაში ამ მიმართულებით მოქმედებს მხოლოდ საპატრულო პოლიცია, რომელიც უკვე მომხდარ შემთხვევებზე რეაგირებს და პრევენციის მიზნით არაფერს აკეთებს.

უნდა ვაიძულოთ მძღოლები, რომ მოძრაობის წესები დაიცვან. პრობლემის მოგვარებაში ძალიან გვეშლება ხელი იმის გამო, რომ არ გვაქვს საგზაო უსაფრთხოების სტრატეგია. საქართველოში არ არის დაზუსტებული ინფორმაცია "შავი წერტილების" შესახებ, სადაც ავტოსაგზაო შემთხვევები სისტემატურად ხდება. რაც შეეხება E60 ავტომაგისტრალს, ფაქტობრივად, "სიკვდილის დერეფანია", სადაც ბევრი ავტოსაგზაო შემთხვევა ხდება", - განმარტავს მესხიშვილი.

მნიშვნელოვანი საკითხი, რაც ასევე მოძრაობის უსაფრთხოებას უკავშირდება, ჩქაროსნულ ავტომაგისტრალებზე მაქსიმალური სიჩქარეა. როგორც ვიცით, დღესდღეობით ეს მაჩვენებელი 110 კმ/სთ-ით განისაზღვრება, მაგრამ დასაშვებია 15 კმ/სთ-ით მეტი, ანუ დასაშვები მაქსიმალური სიჩქარე 125 კმ/სთ-ს შეადგენს.

"მაქსიმალური სიჩქარის ზრდა იგეგმებოდა, მაგრამ სხვადასხვა მიზეზით გადაიდო. ერთ-ერთი ფაქტორი მარჯვენასაჭიანების თემას უკავშირდება. ვერ გამირკვევია, რა საჭიროა ციფრების მატება, როცა მაგისტრალებზე ავტომანქანები ისედაც მაღალი სიჩქარით მოძრაობენ. მით
Print

სტატიის გამოყენების პირობები