ახალი ამბები
ტურისტების სტატისტიკა სტალინის მუზეუმში
სტალინის სახლ-მუზეუმში ვიზიტორების რაოდენობა სხვადასხვა პერიოდში წლირად 10 ათასიდან 1 მლნ-მდე მერყეობდა.

ამის შესახებ სტატისტიკური მონაცემები შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრს მუზეუმის ადმინისტრაციიდან მიაწოდეს.

წარმოდგენილი მონაცემების მიხედვით, დამთვალიერებლების რაოდენობამ პიკს 70-80 წლებში მიაღწია.

1980 წელს სტალინის მუზეუმს 1 003 400 დამთვალიერებელი ესტუმრა.

1988 წელს დინამიკა 600 ათასიდან 200 ათასამდე შემცირდა.

1989 წელს კი, 200 000 ათასიდან 20 ათასამდე დაეცა.

1992 წელს მუზეუმმა სულ 10 ათასი სტუმარი მიიღო.

მომდევნო ორ წელიწადში, ანუ 1993-1994 წლებში ტურისტების რაოდენობამ ცალ-ცალკე 120-140 ათასს მიაღწია.

მომდევნო ათი წლის განმავლობაში, 1995 წლიდან 2011 წლამდე დინამიკა უმნიშვნელო ცვლილებებს განიცდის. ვიზიტორების რიცხვი 10 ათასიდან 27 ათასამდე მერყეობს,

2012-2015 წლებში ტურისტების რაოდენობამ მოიმატა.

2012 წელი - 31 665
2013 - 42 453
2014 - 40171
2015 - 53 094

როგორც სტალინის მუზეუმის საექსპოზიციო სამსახურის ხელმძღვანელი მზია ნაოჭაშვილი აცხადებს, მიმდინარე წელს ხუთ თვეში მუზეუმმა უკვე 20 233 ვიზიტორს უმასპინძლა.

,, სტალინის პიროვნება დიდ ინტერესს იწვევს მსოფლიო მასშტაბით. მნახველი და დამთვალიერებელი ვიზიტორი არასოდეს არ კლებია მუზეუმს, მაგრამ გარდაქმნასთან დაკავშირებით იკლო ტურისტთა რაოდენობამ. ადრე მილიონამდე, 700 ათასამდე ნაკლები ტურისტი არ ჰყოლია მუზეუმს. გარდაქმნის პერიოდში კი იკლო ვიზიტორთა რაოდენობამ და იმ პერიოდში მუზეუმს 12 ათასამდე ტურისტი სტუმრობდა. 2014 წელს იყო 40 ათასი, 2015 წელს 53 ათასს გადააჭარბა. 2016 წელს ტურისტთა რაოდენობამ განვლილი თვეების განმავლობაში 20 ათასს გადააჭარბა. როცა წინა წლებში გარდაქმნის შემდეგ 12 ათასი ვიზიტორი იყო წელიწადში. ბოლო წლებში საგრძნობლად გაიზარდა ტურისტების რაოდენობა. ვიზიტორთა ყველაზე დიდი რაოდენობით გამოირჩევა უკრაინა, რუსეთი, ისრაელი და არაბული ქვეყნები. წინა დღეებში იყვნენ რუსეთიდან და გვითხრეს, რომ წელს ძალიან დიდი რაოდენობით იქნებიან ვიზიტორები რუსეთიდან.“ - ამბობს სტალინის მუზეუმის საექსპოზიციო სამსახურის უფროსი მზია ნაოჭაშვილი.


Print

სტატიის გამოყენების პირობები