ახალი ამბები
გამყოფ ხაზთან საქართველოს სამი მოქალაქე დააკავეს
გამყოფ ხაზთან რუსეთის საოკუპაციო ჯარის ნაწილებმა საქართველოს სამი მოქალაქე დააკავეს.

ამის შესახებ ინფორმაციას დე-ფაქტო სამხრეთ ოსეთის შს სამინისტრო ავრცელებს.

პრეს-სამსახურის ცნობით, მიმდინარეობს ე.წ. საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის ბრალდებით დაკავებული პირების იდენტიფიკაცია.

დაკავებები 2016 წლის 17-19 ივნისით თარიღდება.

ცხინვალის შს სამინისტრო იმ კონკრეტულ ადგილებს ასახელებს, სადაც დაკავევები მოხდა.

ესენია ორჭოსანი, ახმაჯი და წუნდარი

ორჭოსანი კასპის მუნიციპალიტეტის სოფლებს ესაზღვრება, ახმაჯი - დუშეთის რაიონს, ხოლო წუნდარი - გორის მუნიციპალიტეტს.

მიმდინარე წელს ე.წ. საზღვრის გადაკვეთის ბრალდებით ცხინვალის სასამართლოს წინაშე უკვე საქართველოს 40 მოქალაქე წარადგინეს.


Print

სტატიის გამოყენების პირობები