ახალი ამბები
გორში საერთაშორისო ქორეოგრაფიული ფესტივალი ტარდება

გორში მეშვიდე წელია რაც საერთაშორისო ქორეოგრაფიული ფესტივალი ტარდება.

ფესტივალის მონაწილეებმა გორის ცენტრალური მოედნიდან ქალაქის ქუჩებში საზეიმო მსვლელობა მოაწყვეს, რის შემდეგაც გორის კულტურის ცენტრის დარბაზში კონცერტი გამართეს.

საერთაშორისო ქორეოგრაფიული ფესტივალი გორში უკვე ტრადიციად იქცა.

წელს ფესტივალში საქართველოს, სომხეთის, უკრაინისა და თურქეთის ქორეოგრაფიული ანსამბლები მონაწილეობენ.

ღონისძიების ორგანიზატორი და მხარდამჭერები არიან ანსამბლ ,,ჩუქურთმის“ ხემლძღვანელობა და ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის მერია.

,, ეს ფესტივალი უკვე შვიდი წელია ტარდება საქართველოში. პირველად ქალაქ გორში ჩატარდა. ამჟამად ჩამოსულები არიან რამდენიმე ქვეყნის ქორეოგრაფიული ანსამბლები. ეს ქვეყნებია: სომხეთი, თურქეთი, სერბეთი, რუსეთი, უკრაინა და აზერბაიჯანი. ფესტივალი ხელს უწყობს კულტურულ განვითარებას და მეგობრული ურთიერთობის ჩამოყალიბებას. სხავ ქვეყნების წარმომადგენლები ეცნობიან ასევე ქალთურ კულტურას. ჩვენც ხშირად გვიწევს მსგავს ფესტივალებში მონაწილეობა სხვადასხვა ქვეყნებში“. - ამბობს ანსამბლ ,,ჩუქურთმას“ ხელმძღვანელი თემურ ტატიშვილი.

ფესტივალის დასკვნითი კონცერტი 5 საათზე დაიწყო და ამ წუთებშიც კულტურისა და დასვენების პარკ ,,ახალბაღის“ ღია სცენაზე მიმდინარეობს.

Print

სტატიის გამოყენების პირობები