ახალი ამბები
გულის მანკით დაავადებულ ახალგაზრდას სასწრაფო დახმარება ესაჭიროება
გორში მცხოვრებ 25 წლის ნიკა ციცაგს სასწრაფოდ საზოგადოების მხრიდან დახმარება ესაჭიროება.

ამის შესახებ შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრს ოჯახის წევრებმა აცნობეს.

ახლობლების ცნობით, ნიკოლოზ ციცაგს თანდაყოლილი გულის მანკი აქვს და ჯოენის კლინიკაში ოპერაცია უკვე 6-ჯერ გაიკეთა.

დაავადების სიმძიმიდან გამომდინარე საზღვარგარეთ გულის გადანერგვა ურჩიეს.

ხარჯთაღრიცხვის მიხედვით, 100 000 $ გადანერგვას, ხოლო 18 000 ლარი გულის სტიმულატორს ჭირდება.

ციცაგები საზოგადოებას დახმარებას სთხოვს.

საბაკო ანგარიშია GE37LB0211165038402000 GEL, GE60LB0711165038402000 – USD, EUR; ლიბერთი ბანკი, მიმღები თამთა ციცაგი.

ტელ: 568 88 48 88
598 55 72 98

Print

სტატიის გამოყენების პირობები