ახალი ამბები
აზერბაიჯანის კრივის ფედერაციამ მოკრივეები ცხინვალში არ გაგზავნა
აზერბაიჯანელმა სპორტსმენებმა ცხინვალის რეგიონში, კრივის ტურნირზე მონაწილეობა არ მიიღეს.

ამის შესახებ გადაწყვეტილება აზერბაიჯანის კრივის ფედერაციამ მიიღო.

ინფორმაციას აზერბაიჯანული სააგენტო Vesti.Az ავრცელებს.

აღნიშნულ ფაქტს ოსური საინფორმაციო საშუალებები არ გამოხმაურებიან.

საქმე ისაა რომ 25 ივნისს ცხინვალში ჩატარდა „სამხრეთ ოსეთის პრეზიდენტის თასის I საერთაშორისო ტურნირი კრივში“.

„არც ერთი მოკრივე აზერბაიჯანის ეროვნული ნაკრებიდან და არც ერთი სპორტსმენი რომელიმე აზერბაიჯანული კლუბიდან ცხინვალში არ წავა, რადგან ეს საქართველოს სეპარატისტული რეგიონია“, — განუცხადეს სააგენტოს აზერბაიჯანის კრივის ფედერაციაში.

ტურნირზე მიწვეულნი იყვნენ მოკრივეები მოსკოვიდან, ოკუპირებული აფხაზეთიდან, ყირიმიდან, დნესტრისპირეთიდან, აზერბაიჯანიდან, რიაზანიდან, ვლადიკავკაზიდან, ყირგიზეთიდან და ჩეხეთიდან.

Print

სტატიის გამოყენების პირობები