ახალი ამბები
ქარელელი ძიუდოისტი ფინეთში ტურნირში მიიღებს მონაწილეობას
1-3 ივლისს ფინეთის ქალაქ ვანტაში ტარდება ევროპის ჩემპიონატი ძიუდოში კადეტთა შორის.

ამის შესახებ შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრს ქარელის მუნიციპალიტეტის გამგეობიდან აცნობეს

ჩემპიონატზე მიემგზავრება ქარელის მუნიციპალიტეტის წარმატებული სპორტსმენი ტატო გრიგალაშვილი.

გრიგალაშვილი ჩემპიონატზე 73 კილოგრამ წონით კატეგორიაში იასპარეზებს.

Print

სტატიის გამოყენების პირობები