ახალი ამბები
სოფლად სამუსიკო სკოლებს შორის კონკურსი ტარდება
გორის მუნიციპალიტეტის გამგეობა სამუსიკო სკოლებს შორის კონკურს ატარებს.

მასში მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული 6 სამუსიკო სკოლის მოსწავლეები მონაწილეობენ.

ატენის, ხიდისთავის, ტირძნისის, სკრის, ტყვიავისა და ხელთუბნის სამუსიკო სკოლის აღსაზრდელები სხვადასხვა ნომრებით კომპეტენტური ჟიურის წინაშე დღეს წარსდგნენ.

კონკურსი გორის სასწავლო უნივერსიტეტის დარბაზში ჩატარდა და მას, მოსწავლე-ახალგაზრდებთან ერთად, გორის მუნიციპალიტეტის გამგეობისა და საკრებულოს თანამშრომლები ესწრებოდნენ.

სამუსიკო სკოლებს შორის კონკურსი გორის მუნიციპალიტეტის გამგეობის განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის უფროსმა არსენ აზალაძემ გახსნა და კონკურსანტებს წარმატებები უსურვა.

გამარჯვებულ მოსწავლეებს ხვალ დააჯილდოებენ.

ჟიური გამარჯვებულებს 4 ნომინაციაში გამოავლენს: ვოკალი, ფოლკლორი, გუნდი და ფორტეპიანო.

წარმატებული ბავშვები სიგელებითა და ფასიანი საჩუქრებით დაჯილდოვდებიან.

დაჯილდოვდება ასევე ის სამუსიკო სკოლა, რომლის აღსაზრდელებიც რამოდენიმე ნომინაციაში გაიმარჯვებენ.
Print

სტატიის გამოყენების პირობები