ახალი ამბები
სამუსიკო სკოლების გამარჯვებული მოსწავლეები თურქეთის კურორტზე დაისვენებენ
გორის რაიონის სამუსიკო სკოლების მოსწავლეებს შორის ჩატარებულ კონკურსში გამარჯვებულები თურქეთის საზღვაო კურორტზე დაისვენებენ.

ეს ინიციატივა გამგებელმა დავით ონიაშვილმა ფინალური შეხვედრის შემდეგ და საჩუქრების გადაცემის დროს გააჟღერა.

,,ჯერ-ჯერობით ვარჩევთ ადგილს. ეს იქნება ან ალანია, ან ანტალია, ან კიდევ იზმირი. ვნახოთ, როგორ გაწვდება მიზნობრივი ხარჯები" - გვითხრა კულტურის სამსახურის უფროსმა არსენ აზალაძემ.

კონკურსში გამარჯვებულებს, ამავე დროს, სიგელები და ფასიანი საჩუქრები გადაეცათ.

მუსიკალურ კონკურსში ნიქოზის, ატენის, ხელთუბნის, ხიდისთავის, სკრის, ტყვიავისა და ტირძნისის სამუსიკო სკოლების აღსაზრდელები მონაწილეობდნენ.

საუკეთესოები ჟიურიმ გამოავლინა.

კონკურსი, გორის მუნიციპალიტეტის გამგეობის განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის ორგანიზებით გორის სასწავლო უნივერსიტეტის დარბაზში ორი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა.

 

Print

სტატიის გამოყენების პირობები