ახალი ამბები
ქარელში მან-სან-კანის გამარჯვებული გუნდი გამოვლინდა
მან-სან-კანის ფინალურ შეხვედრაზე ქარელის საჯარო სკოლების გუნდებს შორის გამარჯვებული გამოვლინდა.

პირველ სამეულში ქარელის ორი საჯარო სკოლისა და ბრეთის გუნდები მოხვდა.

პირველი ადგილზე გიმნაზიის გუნდი - ,,სელებრითები", მეორე ადგილზე - ბრეთის საჯარო სკოლის გუნდი ,,მუშკეტერები", ხოლო მესამე ადგილზე - გუნდი ,, უსახელა" გავიდა.

ფინალში ასევე ქვენატკოცის საჯარო სკოლის გუნდი ,,ოქროს ვარსკვლავი" (მე-4 ადგილი) და დირბის საჯარო სკოლის გუნდი ,,დირბულა"( მე-5 ადგილი) მონაწილეობდნენ.

გორის სახელმწიფო უნივერსიტეტის კანცლერმა გიორგი ხორბალაძემ პირველ ადგილზე გასული გუნდი თასით დააჯილდოვა.

ქარელის მუნიციპალიტეტის გამგეობა მან-სან-კანის ფესტივალზე მონაწილე და ფინალისტ გუნდებს ექსკურსიაზე წაიყვანს.

ფინალისტ გუნდებს ექსკურსიას მოუწყობს, ასევე, გორის სახელმწიფო უნივერსიტეტის ადმინისტრაცია.
Print

სტატიის გამოყენების პირობები