ახალი ამბები
სოფელ ჭანდრებში ხიდს გამაგრებითი სამუშაოები ჭირდება
სოფელ ჭანდრებში მდინარე ხვედრულაზე გამავალი ხიდი სავალალო მდგომარეობაშია.

სოფლის მოსახლეობამ ადგილობრივ ხელისუფლებას მისი რეაბილიტაცია მოსთხოვა.

ხვედურეთის ტერიტორიული თემის წარმომადგენლის ინიციატივით და ადგილობრივი ხელისუფლების რჩევით ჭანდრელებმა სოფლის მხარდაჭერის პროგრამის თანხა ხიდის შესაკეთებლად მიმართეს.

კრებამ სოფლისთვის გამოყოფილი 13 000 ლარი ხიდის საკითხის მოგვარებისკენ მიმართა.

ქარელის მუნიციპალიტეტის გამგეობის პრეს-სამსახუეის ცნობით, სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში ქარელის მუნიციპალიტეტის კიდევ სხვა სოფლებში ხორციელდება ხიდების მოწყობის სამუშაოები.

,,13 სოფელში ხორციელდება გზების, ხიდების და მოსაცდელების მოწყობის სამუშაოები. სოფელ ჭანდრებში ხიდის აღდგენის სამუშაოები ქარელის მუნიციპალიტეტის გამგებელმა, ზაზა გულიაშვილმა მოინახულა. სამუშაოებს ასრულებს შპს „ახალი სამშენებლო“." - აცხადებენ პრეს-სამსახურში.

სოფელი ჭანდრები ქარელიდან 7 კმ მანძილზე, თრიალეთის ქედის ჩრდილოეთ კალთაზე, ზღვიდ დონიდან 750 მ-ზე მდებარეობს. მდინარე ხვედრულა მტკვრის მარჯვენა შენაკადია.
Print

სტატიის გამოყენების პირობები