ახალი ამბები
გორში შემოსავლების სამსახურის თანამშრომლები გადამხდელებთან შეხვედრას გამართავენ
გორში 15 ივლისს შემოსავლების სამსახურის დეპარტამენტის თანამშრომლები გადამხდელებთან ღია კარის დღეს მართავს.

ამის შესახებ შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრს დეპარტამენტის პრეს-სამსახურიდან აცნობეს.

პრეს-სამსახურის წარმომადგენლის ცნობით, შეხვედრა გორის უნივერსიტეტის პირველ კორპუსში ჩატარდება.

შემოსავლების სამსახური შეხვედრას ღია კარის დღეების კამპანიის ფარგლებში აწყობს.

დაინტერესებული პირები საგადასახადო კანონმდებლობაში განხორციელებულ ცვლილებებს გაეცნობიან, საგადასახადო კანონმდებლობასთან, ცალკეულ სერვისებთან და მათთვის საინტერესო თემებთან დაკავშირებით განმარტებებს მიიღებენ.

ღონისძიებას ასევე შემოსავლების სამსახურის სხვა სტრუქტურული ერთეულის წარმომადგენლებიც დაესწრებიან. აღნიშნული ფორმატით ღონისძიებები ორი თვის განმავლობაში რეგიონებშ გაგრძელდება.
Print

სტატიის გამოყენების პირობები