ახალი ამბები
მდინარე მეჯუდას კალაპოტს ნერგებისგან ასუფთავებენ
ქალაქ გორში მდინარე მეჯუდას კალაპოტში ხეებს და ნერგებს ჭრიან.

კეთილმოწყობის სამსახურის თანამშრომლებმა მუშაობა სამი კვირის წინ დაიწყეს.

სამსახურის წარმომადგენლის გიორგი ჯაბიშვილის თქმით, სამუშაოები სამ თვეში დასრულდება.
„მდინარე მეჯუდას ადიდების დროს წყლის დაგუბების და ნაპირზე გადასვლის საშიშროება არსებობს. საფრთხის თავიდან ასაცილებლად ააიპ ,,ქ.გორის მერიის კეთილმოწყობის სამსახური"-ს მუშაოები რამოდენიმე კვირის განმავლობაში მდინარე მეჯუდის კალაპოტს და მის მიმდებარე ტერიტორიას ასუფთავებსენ” - გვეუბნება ჯაბიშვილი.

კეთილმოწყობის სამსახურის თანამშრომლებმა ჯერჯერობით არ იციან, რა მანძილს და რა ფართობს გაასუფთავებენ.

 







Print

სტატიის გამოყენების პირობები