ახალი ამბები
კასპის ,,თავისუფალ დემოკრატებს" სავარაუდოდ ორი მხარდამჭერი დაუშინეს
,,თავისუფალი დემოკრატების" კასპის ორგანიზაციას ორი მხარდამჭერი მოაკლდა.

ამის მიზეზად მაჟორიტარი კანდიდატი ვახტანგ ბეჟიტაშვილი,  დაშინების მცდელობას ასახელებს.

დედაქალაქში პარტიულ ყრილობაზე გამგზავრებულ, დაახლოებით, 160 კაციან კოლონას ორი ადამიანი არ გაჰყვა.

ბეჟიტაშვილი გვეუბნება, რომ ორივე მათგანმა წინასწარ ბოდიში მოიხადა.

,,მოვიდნენ ისინი ჩემთან და მითხრეს, რომ ვიღაცეები მისულან მათთან და უთხრეს, რომ თავისუფალი დემოკრატების ყრილობაზე არ წასულიყვნენ. მე ეჭვი მაქვს, რომ ადგილი ჰქონდა მოსყიდვის მცდელობას. მუქარა კი სახეზეა" - აცხადებს ბეჟიტაშვილი.

თითოეული მათგანის ვინაობა ამ ეტაპზე არ სახელდება. ერთერთი მათგანი ბაღის თანამშრომელია.
Print

სტატიის გამოყენების პირობები