ახალი ამბები
გენერალ-მაიორი სიმონ ნოზაძე ხაშურში კონსულტაციებს ,,მრეწველებთან" მართავს
სახელმწიფო სპეციალური დაცვის სამსახურის ადმინისტრაციის უფროსი სიმონ ნოზაძე ხაშურში სავარაუდოდ ,,მრეწველებიდან" იყრის კენჭს.

გადაწყვეტილების შესახებ შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრს ნოზაძე თავად ესაუბრა.

მისი თქმით, აღნიშნულ პარტიასთან მოლაპარაკებები მიმდინარეობს, თუმცა, საბოლოოდ, საკითხი გადაწყვეტილი არ არის.

გენერალ-მაიორი ნოზაძე შეთავაზებას, თავდაპირველად, ,,ქართული ოცნებიდან" ელოდებოდა.

სიმონ ნოზაძე მაჟორიტარად ხაშურში კენჭს, ჯერ კიდევ, 2003 წელსაც იყრიდა, თუმცა ამჟამინდელ მაჟორიტარ დეპუტატთან ვალერი გელაშვილთან მეორე ტურში დამარცხდა.

მას გენერლის წოდება 1996 წელს მაშინდელმა ქვეყნის მთავარსარდალმა ედუარდ შევარდნაძემ , სახელმწიფო დაცვის გენერალ-მაიორის წოდება კი, ამჟამინდელმა პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა მიანიჭა.
Print

სტატიის გამოყენების პირობები