ახალი ამბები
თელადგორში სანიაღვრე არხები კეთდება
კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ თელადგორში სანიაღვრე არხები კეთდება.

კასპის მუნიციპალიტეტის გამგეობის პრეს-სამსახურის ცნობით, სამუშაოებზე ადგილობრივი მოსახლეობა დაასაქმეს.

დაახლოებით 12 ათასი ლარის ღირებულების სამუშაოებს შპს „კასპისკეთილმოწყობა“ ახორციელებს.

,,სანიაღვრე არხი რკინაბეტონის ღარებით და ცხაურით ეწყობა, რომელიც უხვი ნალექის დროს წყალს დაუბრკოლებლად გაატარებს და გზას დატბორვისგან დაიცავს" - აღნიშნა წინარეხის ადმინისტრაციულ ერთეულში კასპის მუნიციპალიტეტის გამგებლის წარმომადგენელმა ესტატე აბულაძემ.
Print

სტატიის გამოყენების პირობები