ახალი ამბები
კასპის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის მოადგილეს გაფრთხილება მისცეს
ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ კასპის 30-ე საოლქო საარჩევნო კომისიის თავჯდომარის მოადგილეს ნოდარ გურასპაშვილს, დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომა - გაფრთხილება მისცა.

ამის შესახებ შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრს ცენტრალური საარჩევნო კომისიიდან აცნობეს.

საქმე 2016 წლის 11 ივნისს საოლქო კომისიის წევრებს შორის, სამუშაო მაგიდის გამო, მომხდარ ინციდენტს ეხება.

კერძოდ, ,, თავისუფალი დემოკრატების’’ წარმოადგენელმა შმაგი ბედოიძემ და საოლქო სარჩევნო კომისიის მოადგილემ ნოდარ გურასპაშვილმ იჩხუბეს.

ბედოიძის თქმით, გურასპაშვილი იმ სამუშაო მაგიდის გამოყენებას უკრძალავდა, რომელსაც საარჩევნო ლიტერატურისთვის იყენებენ.

კამათი ჩხუბში გადაიზარდა.

,,გურასპაშვილმა ხელი გადამიგრიხა და სიტყვიერი შეურაცხყოფა მომაყენა." - აცხადებს ბედოიძე.

საოლქო სარჩევნო კომისიის თავჯდომარემ ნანა ნონიაშვილმა, ინციდენტთან დაკავშირებით, ცენტრალურ სარჩევნო კომისიას მიმართა.

კომისიამ ფაქტზე მოკვლევა აწარმოაა და ნოდარ გურასპაშვილს, 14 ივნის დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომა - გაფრთხილება მისცა.
Print

სტატიის გამოყენების პირობები