ახალი ამბები
გამყოფი ხაზის მიმდებარე 5 სოფელში ახალი ასფალტის დაგება დამთავრდა
ქარელის მუნიციპალიტეტის 5 სოფლის დამაკავშირებელი გზის მოასფალტების სამუშაოები დამთავრდა.

ამის შესახებ შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრს მუნიციპალიტეტის გამგეობიდან აცნობეს.

გამგეობის წარმომადგენლის ცნობით, სოფლების: ქვემო შაქშაქეთი-ფცა-თამარაშენისა და ბრეძა ატოცის გზის მონაკვეთების მშენებლობა დასრულდა.

ჯამურად აღნიშნულ პროექტზე რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან 3 მლნ ლარი დაიხარჯა.

ბრეძა-ატოცის მონაკვეთზე ახალი 6 კმ სიგრძის ასფალტი დაიგო. ამავე სიგრძისაა ქვემო-შაქშაქეთი-ფცა-თამარაშენის მონაკვეთი.

ჯამში 12 კმ სიგრძის ახალი ასფალტი დაიგო.

გზის ასფალტირების სამუშაოები „საგზაო სამშენებლო სამმართველო №1“-მა შეასრულა.

აღნიშნული სოფლები გამყოფი ხაზის ახლო მდებარე სოფლებია, სადაც საგზაო ინფრასტრუქტურის გარდა გაზიფიკაციისა და სასმელი წყლით მომარაგების პროექტები განხორციელდა.

 

Print

სტატიის გამოყენების პირობები