ახალი ამბები
ხაშურში ბავშვებისთვის კითხვის მოყვარულთა კლუბი მუშაობს
ხაშურის საბავშვო ბიბლიოთეკაში „კითხვის მოყვარულთა კლუბი“ შეიქმნა.

საბავშვო ბაღების გაერთიანების წარმომადგენლის ინფორმაციით, კლუბი ზაფხულის განმავლობაში იმუშავებს.

მისი წევრები შეხვედრებს, ძირითადად, საბავშვო ბიბლიოთეკაში მართავენ.

კლუბში ხაშურის მუნიციპალიტეტის საბავშვო ბაღების აღსაზრდელები გააწევრიანეს, კითხულობენ საბავშვო წიგნებს და შემდეგ, ბავშვებთან ერთად, მსჯელობენ.

აღსაზრდელებთან ბოლო შეხვედრა დიმიტრი ყიფიანის სახელობის სკოლა-პანსიონის დაწყებითი კლასის პედაგოგმა ნონა ხრიკაძემ გამართა.

მასთან ერთად, პატარებმა საბავშვო მწერალ ირმა მალაციძის „ექიმი კოდალა“ წაიკითხეს და წიგნის გარშემო ისაუბრეს. 

 

Print

სტატიის გამოყენების პირობები