ახალი ამბები
,,თავისუფალი დემოკრატების" კანდიდატი ამომრჩევლებს ცხენზე მჯდომი შეხვდა
კასპის მაჟორიტარი კანდიდატი ,,თავისუფალი დემოკრატებიდან" ვახტანგ ბეჟიტაშვილი ამომრჩეველს ცხენზე მჯდომი შეხვდა.

ამის ამსახველი ფოტო შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრმა სოფელ თელიანში შემთხვევით გადაიღო.

ვახტანგ ბეჟიტაშვილი თელიანი-სასირეთის წარმომადგენელია ადგილობრივ საკრებულოში.

ის 2016 წლის 8 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების მოსაგებად ემზადება.

ვახტან ბეჟიტაშვილი ამბობს, რომ ხალხთან კომუნიკაცია მნიშვნელოვანია და საკუთარი ცხენით მათთან ურთიერთობის ფორმა ასე მოძებნა.

Print

სტატიის გამოყენების პირობები