ახალი ამბები
ვალერი გელაშვილმა საკრებულოს წევრები ,,პაპას დუქანში" დაპატიჟა
ხაშურის მაჟორიტარი დეპუტატი ვალერი გელაშვილი საკრებულოს წევრებს ,,პაპას დუქანში" ხვდება.

ამის შესახებ შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრის კორესპონდენტი ხაშურიდან იტყობინება.

საკრებულოს ფრაქცია ,,ქართული ოცნების" რამდენიმე წევრი და დეპუტატი დუქანში დაახლოებით ნახევარი საათის წინ შევიდნენ.

ვალერი გელაშვილი გუშინ პარტია ,,ქართული ოცნების" კანდიდატად დასახელდა.

შეხვედრის დეტალების შესახებ პოლიტიკური პარტიის წარმომადგენლები არ საუბრობენ.

წინასაარჩევნო პერიოდში დაუშვებელია კანდიდატის მიერ მატერიალური ან ფულადი სახის საჩუქრის გაკეთება.

დუქანში საკრებულოს წევრები ვალერი გელაშვილმა დაპატიჟა.
Print

სტატიის გამოყენების პირობები