ახალი ამბები
ქარელში რიტმული ბლუზის საღამოსთვის სპეციალურად ისრაელიდან ჩავიდნენ
ქარელში ,,რიტმული ბლუზის საღამო" გაიმართა.

კულტურის სახლში ჯგუფ ,,ოულდ მანისა" და ,,ბლუზ ფაქტორის" მონაწილეობით ჩატარებული კონცერტი ქარელელ მუსიკოსის დავით ეკალაძის ხსოვნას მიეძღვნა.

,,ასევე მონაწილეობდნენ ქარელში 80-იან წლებში მოღვაწე ანსამბლ "ექოს" წევრები: რამაზ კურტანიძე და გია ხმალაძე. რამაზ კურტანიძე ისრაელიდან სპეციალურად ჩამოვიდა. ამ საღამოს გამართვა, სწორედ, მისი ინიციატივა იყო. დათო ეკალაძე ქარელელი მუსიკოსი, ხელოვანი  და, ამავე დროს, ქარელის კოლორიტიც იყო" - აცხადებს კულტურის სამსახურის უფროსი ვასიკო ბაქრაძე.

გამგეობის პრეს-სამსახურის წარმომადგენლის ცნობით, კონცერტს, მოსახლეობასთან ერთად, ქარელის მუნიციპალიტეტის გამგებელი, ზაზა გულიაშვილი და ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლები ესწრებოდნენ.







Print

სტატიის გამოყენების პირობები