ახალი ამბები
კნოლევში ძლიერმა ქარმა ხეები გადატეხა
გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფელ კნოლევში ძლიერმა ქარმა ხეები გადატეხა.

სტიქიის ამსახველ ფოტოები სამოქალაქო აქტივისტმა, არასამთავრობო ორგანიზაცია ,,თანხმობის" წევრმა გიორგი ციქუბაძემ გადაიღო.

მისი ინფორმაციით, ქარს წვიმაც ახლდა, რის გამოც რამდენიმე ოჯახი დაზარალდა.

სტიქია 5 აგვისტოს მოხდა.

ქარელის მუნიციპალიტეტის გამგეობა ზარალს შეისწავლის. 



Print

სტატიის გამოყენების პირობები